News

სიახლეები

 

 

ძვირფასო კოლეგებო, გაცნობებთ, რომ ავსტრიის მეცნიერებათა აკადემია ახორციელებს მეტად საინტერესო პროგრამას - "Joint Excellence in Science and Humanities (JESH)". დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ საიტს: https://www.oeaw.ac.at/foerderungen/joint-excellence-in-science-humanities/jesh/jesh-information-conditions

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

Oxford-Georgian Symposium for Medieval Research

ოქსფორდისა და საქართველოს შუა საუკუნეების კვლევის სიმპოზიუმი

2024 წლის 7 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმართება შუა საუკუნეების კვლევებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი. დასწრება თავისუფალია. დასწრების მსურველები ელ. ფორტით უნდა დაუკავშირდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიზანტიური საზოგადოების პრეზიდენტს, ბ-ნ ალექსანდრ შერბორნს მისამართზე alexander.sherborne@history.ox.ac.uk

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ბიზანტინოლოგთა 25-ე საერთაშორისო კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადება

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ბიზანტინოლოგიური კვლევების 25-ე კონგრესი (ვენა, 2026 წელი)

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ, ქართველმა ბიზანტინისტებმა დიდი გულისტკივილით გააცილეს უკანასკნელ გზაზე თვალსაჩინო მეცნიერ-მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ნელი მახარაძე

ნელი მახარაძე მოღვაწეობდა გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში დღიდან მისი დაარსებისა, 1961 წლიდან. 2005 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, განყოფილების სამეცნიერო კვლევა-ძიების მიმართულების განმსაზღვრელი და სასიცოცხლო ძალის მიმნიჭებელი. ნელი მახარაძე იყო აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის რჩეული მოწაფე, რომელმაც ღირსეულად გააგრძელა თავისი დიდი მასწავლებლის საქმე. 1979 წელს ნელი მახარაძეს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის (კლასიკური ენები) სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 2004 წელს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის (ბიზანტინოლოგია) სამეცნიერო ხარისხი.

ნელი მახარაძის მეცნიერული თვალსაწიერი ფართო იყო; მისი ინტერესების სფეროში შედიოდა ბერძნული ენის ისტორია, ბერძნული გრამატიკული თეორიები და ქართული პარალელები; ჩვეული გულისხმიერებით და განსაკუთრებული ინტერესით იკვლევდა არეოპაგიტიკის პრობლემებს, რასაც არა ერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევა და სტატია მიუძღვნა. მისთვის ყოველთვის იყო სანუკვარი და სისხლხორცეული თემატიკა, რომელიც ბერძნული და ქართული წყაროების პარალელებს ასახავდა.

ნელი მახარაძის მრავალი სამეცნიერო ნაშრომი გამოცემულია საქართველოსა და უცხოეთში. მათ შორისაა იშვიათი სამეცნიერო ღირებულებების მქონე მონოგრაფია „ბიზანტიური ბერძნულის ფონეტიკის საკითხები“ (2003 წ.), სტატიები: „ძველი ქართული წერილობით წყაროების მონაცემები  და ბიზანტიის ჩრდილო-დასავლური და სამხრეთ-აღმოსავლური რეგიონების ბერძნული წარმოთქმის თავისებურებანი“ (2010 წ.), „Le Manuscrit Bilingue Greco-Georgien Du Liban Scripts Beyond Borders. A survey of Allographic Traditions in the Euro-Mediterranean World’ (2013), “Some Peculiarities of the Language of Pseudo-Dionysius the Areopagite” (2022).

დღიდან დაარსებისა, ნელი მახარაძე გახლდათ ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს ეროვნული კავშირის წევრი და დაუღალავი მუშაკი მისი გამგეობისა.ნელი მახარაძე იყო არაჩვეულებრივი ორგანიზატორი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა, რომლებიც არნახული წარმატებით ჩატარდა თბილისსა და ბათუმში. ამ კონფერენციების მასალები, მისი რედაქტორობით, გამოცემულია კრებულების სახით:

ბიზანტინოლოგია საქართველოში“ (ოთხ ტომად). „ბიზანტია ქართულ წყაროებში“.

ქალბატონი ნელი 2017 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო მთავარი რედაქტორი სამეცნიერო ჟურნალისა „ქართველოლოგია“, რომელშიც დაიბეჭდა მრავალი მნიშვნელოვანი და სიახლეებით აღსავსე გამოკვლევა.

ნელი მახარაძე იყო აქტიური მონაწილე სამეცნიერო ცხოვრებისა, მისი მოხსენებები გამოირჩეოდა აქტუალური და საინტერესო თემატიკით, მეცნიერული კვლევა-ძიების სიღრმით და ჭეშმარიტი არგუმენტაციით. საგანგებო აღნიშვნის ღირსია მისი სარეცენზიო ნაშრომები; ის, როგორც დარგის ექსპერტი, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქართველ და უცხოელ კოლეგებს შორის; მისი პირუთვნელი და ფრიად ფასეული შენიშვნები და რჩევები ხშირად ახალი კვლევების მიზანი ხდებოდა.

განსაკუთრებული შრომატევადი სამუშაო გასწია ქალბატონმა ნელიმ ბერძნულ-ქართული დოკუმენტირებული ლექსიკონის რედაქტირების ურთულეს საქმეში, რომლის საბოლოო სახით გამოქვენება, სამწუხაროდ, არ დასცალდა.

ყველა, ვინც კი ქალბატონ ნელის იცნობდა, აღიარებდა მის პიროვნულ, გამორჩეულ ადამიანურ თვისებებს; მასთან ურთიერთობა, მისი ახლობლობა დიიდ ბედნიერება იყო. იგი დაჯილდოებული იყო ფენომენალური ნიჭით, უკეთილშობილესი ადამიანი, რომლისთვისაც უცხო იყო შური - „მწუხარება სხვისა სიხარულსა ზედა’; იყო დიდი პროფესიონალი, რომელიც უდიდესი გულისხმიერებით იღწვოდა თავის საკვლევ სფეროში და ღირსეული შემფასებელი  იყო სხვათა შრომისაც; დაუნანებლად, უშურველად უნაწილებდა თავის გულის სითბოს და ყურადღებას კოლეგებსა და ახლობლებს; იყო ათასობით ადამიანის სიხარულისა და დარდის გამზიარებელი; თბილი, მოღუღუნე ხმით მოსაუბრე სიკეთითა და სიყვარულით ავსებდა და ალამაზებდა ყოველდღიურობას.

ღრმა მწუხარებით ვემშვიდობებით დიდებულ მეცნიერსა და უძვირფასეს ადამიანს, ნელი მახარაძეს, რომელმაც დაუვიწყარი კვალი დატოვა ამ ქვეყნად და მარადისობაში გადაინაცვლა.

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

საქართველოს ბიზანტინოლოგთა ეროვნული კომიტეტის

გამგეობის სხდომა

 

    ა.წ. 23 თებერვალს გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გაიმართა საქართველოს ბიზანტინოლოგთა ეროვნული კომიტეტის გამგეობის სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო გამგეობის წევრთა უმრავლესობამ (ვ. ასათიანი, ო. ბერიძე, თ. დოლიძე, გ. მაჭარაშვილი, ნ. მახარაძე, თ. ოთხმეზური, ე. ჟორდანია). სხდომა გახსნა კომიტეტის პრეზიდენტმა, ბ-ნმა ერეკლე ჟორდანიამ. მანვე გააკეთა მოსენება: „ბიზანტინოლოგთა 24-ე საერთაშორისო კონგრესი - შედეგები და პერსპექტივები“. მომდევნო მომხსენებელი გახლდათ ეროვნული კომიტეტის მდივანი, ბ-ნი გიორგი მაჭარაშვილი. მან ქართველ ბიზანტინოლოგთა ბოლო წლების მნიშვნელოვანი პუბლიკაციების შესახებ ისაუბრა. სხდომამ ასევე მოისმინა ბ-ნი ერეკლე ჟორდანიას „ანგარიში კომიტეტის მიერ 2016-2022 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ“ და იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო, კომიტეტმა ვერ შეძლო დაგიგემილი ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილის განხორციელება, მათ შორის გამგეობის სხდომისა და კომიტეტის ყრილობის განსაზღვრულ ვადებში ჩატარება. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბიზანტინოლოგთა ეროვნული კომიტეტის ყრილობა გაიმართოს 2023 წლის აპრილის ბოლოს.

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ბიზანტინოლოგთა 24-ე საერთაშორისო კონგრესის

პროგრამა

 

 

AIEB Grants for junior scholars / ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ახალგაზრდა მეცნიერთათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსი (იხ. მიბმული დოკუმენტი)

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

ბიზანტინოლოგთა 24-ე საერთაშორისო კონგრესი - ბოლო ინფორმაცია სარეგისტრაციო გადასახადისა და განაცხადების გაკეთების ვადების შესახებ (იხ. მიბმული დოკუმენტი)

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ კონგრესის ოფიციალურ საიტს: https://byzcongress2022.org/ 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

ბიზანტინოლოგთა 24-ე მსოფლიო კონგრესთან დაკავშირებით ყველა სიახლეს შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე: www.studibizantini.it

განაცხადები და შეკითხვები შეგიძლიათ გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: icbs2022@studibizantini.it

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

ВИЗАНТИЙСКИЙ ПОНТ И ГРУЗИЯ: Вопросы исторической географии и этнотопонимики Юго-Восточного Причерноморья в XIII-XV веках

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან  მოქმედი შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელი კომისია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი და საქართველოს ბიზანტინოლოგთა ეროვნული კავშირი 2021 წლის 26 თებერვალს 19:00  საათზე  მართავს ისტორიის აკადემიური დოქტორის ერეკლე ჟორდანიას მონოგრაფიის - „ბიზანტიური პონტო და საქართველო:  სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღისპირეთის ისტორიული გეოგრაფიისა და ეთნოტოპონიმიკის საკითხები XIII-XV საუკუნეებში“ - ონლაინ პრეზენტაციას.

 

ღონისძიება ჩატარდება ონლაინ პლატფორმა Zoom­ის მეშვეობით:

 

https://zoom.us/j/94266477750

 

Meeting ID: 942 6647 7750

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

დაიბეჭდა კრ. "ბიზანტინოლოგია საქართველოში - 4"

ავტორებს მათი კუთვნილი ეგზემპლარების მიღება შეუძლიათ გამომცემლობა "ლოგოსში" (თსუ მე-8 კორპ., 1-ლი სართ.)

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

ბიზანტინოლოგთა 24-ე საერთაშორისო კონგრესი - რეგისტრაციის ვადები მონაწილეობის მსურველთათვის (იხ. მიბმული დოკუმენტი)

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის განცხადება ბიზანტინოლოგთა 24-ე მსოფლიო კონგრესთან დაკავშირებით

http://www.studibizantini.it/wp-content/uploads/2020/10/Presidents-Letter-to-Nat.-Committees-19-10-20.pdf

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ბიზანტინოლოგთა 24-ე საერთაშორისო კონგრესი

მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა გააკეთონ და აბსტრაქტები გადაგზავნონ 2020 წლის 15 ივლისამდე. 

სრული ინფორმაცია რეგისტრაციის ვადებისა და პირობების შესახებ იხილეთ კონგრესის ოფიციალურ საიტზე:

https://www.byzcongress2021.org/registration-and-attendance#registration

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სამეცნიერო კონფერენცია

ბიზანტინოლოგია საქართველოში - 5

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  ბიზანტინოლოგია საქართველოში - 5 გაიხსნა თემაზე: „შავი ზღვა და შავიზღვისპირეთის ქვეყნები - კულტურათა და ცივილიზაციათა გზაჯვარედინი IV-XV საუკუნეებში“. სამდღიანი კონფერენციის მიზანია თანამედროვე ბიზანტინოლოგიასა და ზოგადად ჰუმანიტარულ მეცნიერებებში არსებული ახალი მიმართულებებისა და კვლევების უახლესი, ინოვაციური მეთოდების, ციფრული ჰუმანიტარიის მიღწევების წარმოჩენა და მათი პოპულარიზება საქართველოში. 110 ქართველი, ბერძენი, გერმანელი, ინგლისელი, ამერიკელი და თურქი  მკვლევარი სამეცნიერო მოხსენებებს წარმოადგენს შემდეგ რვა სექციაში: ისტორია, წყაროთმცოდნეობა; ხელოვნების ისტორია, არქიტექტურა, არქეოლოგია, ნუმიზმატიკა; ენა და ლიტერატურა; კოდიკოლოგია, ტექსტოლოგია, თარგმანი და ფილოსოფია, რელიგია, თეოლოგია.

საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ცერემონია დასრულდა ქალთა კამერული გუნდის  საეკლესიო საგალობლების შესრულებით, ხელმძღვანელი ზაირა ვადაჭკორია. ასევე მოეწყო ფოტოგამოფენა „პონტოელი ბერძნები აჭარაში - წარსული და თანამედროვეობა“ და კალიგრაფისტ გიორგი სისაურის ნამუშევრების გამოფენა „ანბანთქება“.

კონფერენციის ფარგლებში შედგება პროფესორ მალხაზ ჩოხარაძის დოკუმენტური ფილმის „ამბავი თორმეტის სავანისა“ ჩვენება.

საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზანტინოლოგიის საერტაშორისო ასოციაციის საქართველოს ეროვნული კავშირის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიკოს გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ორგანიზებით და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში იმართება.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები კრებულის სახით გამოქვეყნდება.

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი VII საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Posted on 23/09/2017

საერთაშორისო ონფერენცია "საქართველო – ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი"

http://manuscript.ge/2017/09/19/konferencia-sakartvelo-bizantia/

 

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

Posted on 02/07/2017

დაჯილდოება

დღეს სამების საკათედრო ტაძარში პარტიარქმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Posted on 15/06/2017

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "საქართველო - ბიზანტია - ქრისტიანული აღმოსავლეთი"

2017 წლის 25 - 27 სექტემბერს კორნელი კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "საქართველო - ბიზანტია - ქრისტიანული აღმოსავლეთი". სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. CV და თეზისები (არაუმეტეს 500 სიტყვისა) შეგიძლიათ გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: manuscript.conference@gmail.com ქართულ ტექსტს უნდა ახლდეს ინგლისური თარგმანი.

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Posted on 07/06/2017

ელგუჯა ხინთიბიძის საიუბილეო საღამო

6 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის საიუბილეო საღამო. საქართველოს ბიზანტინოლოგთა ეროვნული კომიტეტის სახელით მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილების გამგემ, ქალბატონმა ნელი მახარაძემ. "გილოცავთ ცხოვრების უმნიშვნელოვანეს თარიღს, რომელიც წლებით და ასაკით კი არა, თქვენი ახალგაზრდული შემართებითა და მეცნიერებისათვის გაწეული თავდადებული შრომით იზომება" - აღნიშნა მან. სხვა საზოგადო მოღვაწეებთან და მეცნიერებთან ერთად სიტყვით გამოვიდა ასევე საქართველოს ბიზანტინოლოგთა ეროვნული კომიტეტის გამგეობის წევრი ბატონი ვალერი ასათიანი. უნივერსიტეტში შეკრებილმა საზოგადოებამ ბატონი ელგუჯას ცხოვრებისა და მეცნიერული ღვაწლის შესახებ არაერთი თბილი მოგონება და მადლიერებით აღსავსე სიტყვა მოისმინა.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Posted on 06/04/2017

დაჯილდოება

17 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა საქართველოში მოღვაწე მეცნიერი ქალები. მათ შორის არის საქართველოს ბიზანტინოლოგთა ეროვნული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ქალბატონი ნათელა ვაჩნაძე

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Posted on 03/03/2017

International Conference "Byzantine Studies in Georgia – 4"

 

 

 

 

 

 

 

 

The 4th international scientific conference “Byzantine Studies in Georgia” was opened at Ivane Javakhishvili Tbilisi State University on September 24. TSU Rector, Academician Vladimer Papava, Greek Ambassador to Georgia Eleftherios Proios, as well as Georgian and foreign scholars attended the event. 

TSU Rector Vladimer Papava said that “Georgian scientists have a huge tradition in studying byzantine culture. This is confirmed by the fact that just TSU hosts the international conference, which brings together the world leading scholars. This is yet another confirmation that the Georgian school of byzantine studies continues its successful development.”  

Rismag Gordeziani, the head of the Institute of Classical Philology, Byzantine and Modern Greek Studies at TSU, also spoke about the importance of the international conference. He said that “the scopes of the conference have increased much. It is extremely important for Georgia to become one of the most distinguished centers for the research of byzantine problems. This problem has organic links with the culture of our country, our history.”      

During the conference Georgian and foreign scientists presented their papers on historical-theological aspects of byzantine studies.  

The event was organized by Georgian National Committee of the International Association of Byzantine Studies, Institute of Classical Philology, Byzantine and Modern Greek Studies at TSU, Academician G. Tsereteli Institute of Oriental Studies at Ilia State University and Shota Rustaveli Batumi State University. The conference was held with the support of Shota Rustaveli National Science Foundation and the Embassy of Greece to Georgia. 

The conference planned in Tbilisi and Batumi will last until September 30. 

http://www.mfa.gr/missionsabroad/en/georgia-en/news/4th-international-conference-of-byzantine-studies-in-georgia-24-26-september-2013.html

http://www.iemc-unesco.org/international-conference-byzantine-studies-in-georgia-4/

https://tsu.ge/en/government/administration/departments/pr/information/7bqdLLvK35UJgQVVP/?p=29

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------Posted on 18/03/2017

IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბიზანტინოლოგია საქართველოში“

 

 

 

 

 

 

 

 

24 სექტემბერს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბიზანტინოლოგია საქართველოში“ გაიხსნება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელეფთერიოს პროიოსი, ქართველი და უცხოელი მეცნიერები დაესწრებიან.



 

კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები წარმოადგენენ მოხსენებებს ბიზანტინოლოგიის ისტორიულ-თეოლოგიურ ასპექტებზე. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს ეროვნული კავშირი, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკად. გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და საბერძნეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება.

კონფერენცია თბილისსა და ბათუმში გაიმართება და 30 სექტემბრამდე გასტანს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია (მელიქიშვილის სხდომათა დარბაზი)

https://edu.aris.ge/news/iv-saertasoriso-samecniero-konferencia-bizantinologia-saqartvelosi.html

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------Posted on 18/03/2017

საერთაშორისო კონფერენცია „ბიზანტიოლოგია საქართველოში - 4“

საერთაშორისო კონფერენცია „ბიზანტიოლოგია საქართველოში - 4“ გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, პროფესორმა მარინა გიორგაძემ, იუნესკოს ევრომედიტერანული ინტერკულტურული ცენტრის პრეზიდენტმა, პროფესორმა ტიტიკა სტასინოპულუ-პაპაზისმა და პირეოსის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა პანოს იანაკოპულოსმა. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრთან არსებულმა ქალთა კამერულმა გუნდმა საგალობლები შეასრულა. სამეცნიერო სესიაში ქართველებთან ერთად ბერძენი, გერმანელი, რუსი, კანადელი, ინგლისელი, უნგრელი, თურქი, სომეხი, უკრაინელი და ლიბანელი პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები მონაწილეობენ. მეცნიერები მოხსენებებს ბიზანტინოლოგიის ისტორიულ-თეოლოგიურ ასპექტებზე წარმოადგენენ და ბოლო პერიოდში წარმოებული სამეცნიერო კვლევა-ძიების შედეგებს შეაჯამებენ.

საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს ეროვნული კავშირის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკად. გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება.

საერთაშორისო კონფერენციის სექციები:
- ისტორია, არქეოლოგია, ნუმიზმატიკა;
- ენა და ლიტერატურა;
- კოდიკოლოგია, ტექსტოლოგია, თარგმანი;
- ფილოსოფია, თეოლოგია, ეკლესიოლოგია;
- კულტურა, ხელოვნება.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში 26 სექტემბერს, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში თანამედროვე ხატების გამოფენა გაიხსნება. მგალობელთა გუნდი „ფერისცვალება“ ქართულ საგალობლებს შეასრულებს. კონფერენციის მონაწილეები 27-29 სექტემბერს კაპადოკიაში გაემგზავრებიან.

http://www.bsu.edu.ge/main/page/846/index.html

https://edu.aris.ge/news/saertasoriso-konferencia-bizantiologia-saqartvelosi-4.html

http://old.bsu.edu.ge/index.php?sec=6&news=1362